ბლოგი

01 ნოემბერი 2022
ჩარჩოების წარმოშობის ისტორია

 

მას შემდეგ, რაც ადამიანები ქმნიან ხელოვნებას, ისინი ეძებენ გზას რომ ხელოვნების ნიმუშები სათანადოდ იყოს წარმოჩენილი.

 

ჩარჩოების არსებობა ძვ.წ. II საუკუნიდან თარიღდება, როდესაც ეტრუსკული გამოქვაბულის ნახატების გარშემო საზღვრები იპოვეს. შუა საუკუნეებში ჩარჩოებს ხისგან ამზადებდნენ. ისინი ჯერ ხისგან იყო მოჩუქურთმებული, შემდეგ დაფარული იყო ოქროს ფურცლებით. XII-XIII საუკუნეებში აღმოჩენილი იქნა ხელნაკეთი, ხის ჩარჩოები ეკლესიებში, რომელსაც იყენებდნენ სხვადასხვა ფრესკების განსაცალკავებლად.

 

ხელოვნების ეროვნული გალერეის თანახმად, „მიუხედავად ჩარჩოების ფაქტობრივი დანიშნულებისა, რაც მოიცავდა მტვრისგან ან წვიმისგან ნამუშევრის დაცვას, მათი მთავარი მიზანი იყო სიმბოლური: ემოქმედათ როგორც სალოცავი და აემაღლებინათ გამოსახულება".

 

საუკუნეების განმავლობაში ხელნაკეთი ჩარჩოების შექმნა სხვადასხვა ლოკაციებზე მრავალფეროვნად განვითარდა. XIX საუკუნიდან ჩარჩოების ხელით კეთების ტრადიცია შესუსტდა, როდესაც სხვადასხვა კომპანიებმა დაიწყეს მათი მასობრივი წარმოება.

 

ერთ-ერთი ხის ქარხანა "ძველი შვამბის წისქვილი" არლინგტონში, მასაჩუსეტსი, რომელიც ფუნქციონირებდა 1864 წლიდან 1969 წლამდე, გადაკეთდა სამუშაო მუზეუმად. დღეს შესაძლებელია ეწვიოთ წისქვილს და ნახოთ ორიგინალური აღჭურვილობით დამზადებული წრიული და ოვალური ჩარჩოები.

 

„სტუდიო არტ" გალერიის ისტორიაც სწორედ ჩარჩოების დამზადებით იწყება. 1998 წელს, თბილისში, არტ ბიზნესმენმა ნიკა მაჭავარიანმა დააარსა ჩარჩოების მაღაზია, ხოლო შემდგომში დაიწყო ქართველი მხატვრების შემოქმედების პოპულარიზაციაც. „სტუდიო არტი" არის მაღალი ხარისხის ჩარჩოების იმპორტიორი ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა იტალია, ესპანეთი, თურქეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა. დღესდღეობით, ჩვენს გალერეებში წარმოდგენილია ჩარჩოების 500-მდე სახეობა. მსურველს შეუძლია შეიძინოს როგორც  პლასტმასის, ასევე ალუმინის და ხის ჩარჩოები.

 

ნამუშევრების ჩარჩოში ჩასმა აქტუალურობას არ კარგავს XXI საუკუნეშიც. ჩარჩოები გამოიყენება ხელოვნების ნიმუშების, ძვირფასი მოგონებებისა და საარქივო დოკუმენტების განსათავსებლად.

 

 

უკან დაბრუნება